რუსეთ-სომხეთი

მირზოიანი: არ ვაპირებთ რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში ცვლილების შეტანას

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი
Sputnik Armenia

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტის დასმული კითხვაზე უპასუხა, რომ სომხეთი არ აპირებს რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით ცვლილებების შეტანას. 

"მარტივად შემიძლია გიპასუხოთ: არა, არ ვაპირებთ. ჩვენი ვალდებულებები და მიზნები ერთმანეთთან მიმართებით ფურცელზე წერია, ხელმოწერილია და რატიფიცირებულია და ეს არ შეიცვლება. ამავდროულად, არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, რომ ახლანდელი მექანიზმები და პროცედურებს შესაბამისი შედეგი არ მოაქვს. ჩვენი ურთიერთობები ბევრი მიმართულებით ვითარდება. სომხეთი ამას არ უარყოფს და არ მგონია, საიდუმლოს გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილები ОДКБ-ს მუშაობით და სომხეთის ბოლო ნაბიჯები სწორედ ამის პასუხი იყო. თუმცა, მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი ურთიერთობები [რუსეთთან] წინ მიიწევს და აქტიურად ვითარდება" – ამბობს მირზოიანი.

კომენტარები