საქართველოს რკინიგზა

რკინიგზა: მატარებელი ლანჩხუთში საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანების გამო გაჩერდა

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა.

"პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება" - წერია რკინიგზის განცხადებაში. 

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი გამოცემა ცნობას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებდა. 

25 აპრილს ძლიერი დაკვამლიანება იყო ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ვაგონში. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კომენტარები