რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა უკრაინის ოლქებზე იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი

18 მაისს, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. ხერსონის ოლქზე თავდასხმას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის მიერ ნასროლი ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც 75 წლის ქალი დაიღუპა. დაშავებულები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

პარალელურად, სუმის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ასევე, მნიშვნელოვნად დაზიანდა ბიზნეს ობიექტები.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება. ამასთან, მათი ცნობით, იერიშის შედეგად რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა, მეხანძრეებმა მისი განეიტრალება შეძლეს.

კომენტარები