რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინამ შავ ზღვაში მდებარე რუსული რადიოსადგური და რამდენიმე საწყობი გაანადგურა

კადრი რუსული რადიოსადგურის განადგურების ვიდეოდან
Pravda.ua

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შავ ზღვაში, დრონების იერიშის შედეგად, განადგურებულია რუსული რადიოლოკაციური სადგური და რამდენიმე საწყობი.

"სამხედრო კონტრდაზვერვის მე-13 დეპარტამენტის თანამშრომლებმა საჰაერო და საზღვაო დრონების გამოყენებით კომბინირებული სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის მიზანი შავ ზღვაში მდებარე გაზის მომპოვებელ სადგურებზე არსებული რადიოლოკაციური სადგური გახდა". – წერია უწყების განცხადებაში.

ანგარიშის თანახმად, თავდაპირველად უკრაინელებმა რადიოსადგურზე საჰაერო დრონით მიიტანეს იერიში, შემდეგ ანძაზე თავდასხმა საზღვაო დრონების მეშვეობით გაგრძელდა.

უკრაინელების მიერ განადგურებული რადიოლოკაციური სადგური ნევა საჰაერო და საზღვაო სივრცის მონიტორინგისთვის გამოიყენებოდა.

"სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინამ ორი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ მტერს, რომ რუსული ნაგვის ადგილი შავ ზღვაში არ არის". – წერის დაზვერვის სამსახურის ანგარიშში.

კომენტარები