პოლონეთის არჩევნები

უკრაინის დაზვერვა: პოლონეთის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, რუსეთი ყალბ საიტებს იყენებს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთმა სპეცოპერაცია "ორეული" დაიწყო.

უწყების განცხადების თანახმად, რუსეთმა აამოქმედა სპეცოპერაცია Doppelganger, რომლის ფარგლებში იქმნება ყალბი საინფორმაციო საიტები და გვერდები სოციალურ ქსელებში, რომლებიც დასავლური მედიების ზუსტ იმიტაციას აკეთებენ.

პოლონელ ამომრჩევლებზე ზემოქმედების მიზნით, მიმდინარე წლის მარტიდან რუსული სპეცსამსახურები ყალბი საინფორმაციო პორტალების დახმარებით, ავრცელებენ ცრუ და მანიპულაციურ ახალ ამბებს.

ყალბი ინფორმაციის გავრცელება ძირითადად სოციალურ ქსელ X-ში ხდება. უწყებამ ასევე გამოავლინა დიდი რაოდენობით ყალბი პროფილები, რომლებიც პოსტებზე კომენტარებსა და რეაქციებს ტოვებენ.

კრემლის მთავარი გზავნილებია: პოლონეთის კრიტიკა უკრაინის მხარდაჭერის გამო, ევროკავშირიდან გასვლისკენ მოწოდებები, დონალდ ტუსკის პოლიტიკის კრიტიკა. გარდა ამისა, პოპულარიზაცია ხდება იდეის, თითქოს, პოლონეთში პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზი უკრაინაა.

18 მაისს პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დაიწყო. 

ნაციონალისტური პარტია კანონი და სამართლიანობას მიერ მხარდაჭერილი ანდჟეი დუდა პრეზიდენტის ოფისს 10-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები