აშშ-ში ტორნადოების შედეგად მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა.
ქარიშხალი კენტუკისა და მისურის შტატებში მძვინვარებდა, ბოლო მონაცემებით, დაზიანებულია 5000-ზე მეტი შენობა.
კენტუკის ადმინისტრაციის ცნობით დაიღუპა 18 ადამიანი. 7 ადამიანის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას მისურის ადმინისტრაცია.
გარდა ამისა, დაშავებულია ათობით ადამიანი. სენტ-ლუისის მერის ინფორმაციით, ქალაქში დაშავდა 38 ადამიანი.
სტიქიური უბედურების გამო ორ შტატში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 140 000 მაცხოვრებელი.
კენტუკისა და მისურიში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, მაშველები შენობების ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას განაგრძობენ.