კრიმინალი

ხაშურში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა მოზაიკა ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. 

გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ კაცს გულის არეში მიაყენეს ჭრილობა დანით. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

კომენტარები