CNN თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სტამბოლში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
Axios-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა.
"რუსული მოთხოვნები რეალობას არის მოწყვეტილი და გაცილებით სცდება იმ საკითხებს, რაც აქამდე განხილულა". - უთხრა Axios-ს უკრაინელმა წყარომ.
შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და უმაღლეს დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზად იყო.





