მკვლელობა კახეთში

POG: იარაღით ჭრილობები მიაყენა – საგარეჯოში განზრახ მკვლელობის ფაქტზე პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, საგარეჯოს რაიონში, სოფელ ქეშალოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებულს შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში  ჭრილობები  მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად  ადგილზე გარდაიცვალა" - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ბრალდებული მიმდინარე წლის 14 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეშალოში 35 წლამდე მამაკაცი 21 სექტემბერს მოკლეს. 

როგორც ადგილობრივები და დაღუპულის ნათესავები ყვებოდნენ, მამაკაცი დაახლოებით ღამის 2 საათზე, საკუთარ სასურსათო მაღაზიაში ჩაცხრილეს. დაღუპულის ერთ-ერთი ახლობელის თქმით, მამაკაცს ჭრილობები სახისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

კომენტარები