ავარია

მაშველებმა მტკვარში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს – ერთი პირის ძებნა გრძელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს, მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც. 

სამსაშველო სამსახურის ინფრომაციით, ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

"სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.

შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე,მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა" - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

საგანგებოს ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე. 

ცნობისთვის, თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანაში 4 პირი იმყოფებოდა, ერთი მათგანი უვნებლად ამოიყვანეს. 

კომენტარები