კარდაშიანების ოჯახი

გპატიობ, მაგრამ ეს არ ცვლის ტრავმას - კიმ კარდაშიანი ძარცვის საქმეზე სასამართლოში მივიდა

კიმ კარდაშიანი პარიზის სასამართლოში 2016 წლის ძარცვის საქმეზე მივიდა და სასამართლოს ჩვენება მისცა.

ცნობისთვის, 2016 წლის ოქტომბერში, კიმ კარდაშიანი პარიზში მოდის კვირეულთან დაკავშირებით იმყოფებოდა, როცა მას თავს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და 9,5 მლნ დოლარის ღირებულების სამკაულები წაართვა.

"ზუსტად ვიცოდი, რომ იმ მომენტში, ჩემს გაუპატიურებას ეცდებოდა - ვუმეორებდი, რომ ბავშვები მყავდა, მეგონა მოვკვდებოდი.

[…] მინდოდა დღევანდელი დღის ნაწილი ვყოფილიყავი, რადგან ამ საქმეში მევარ მსხვერპლი და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შემიძლია ყველას მოვუსმინო და პროცესს მივყვე.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით საფრანგეთის მთავრობას, რომ მომცა საშუალება აქ გამოვცხადებულიყავი, მეთქვა ჩემი სიმართლე და ჩვენება მიმეცა.

ეს არის, რასაც ვაკეთებ - ამიტომ მინდა გავხდე ადვოკატი, რადგანაც მჯერა, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარ სიმართლეზე ილაპარაკოს.

მე გპატიობ, მაგრამ ეს არ ცვლის მოყენებულ ტრავმას, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა - ეს არის ჩემი შესაძლებლობა, რომ ყველაფერი უკან დავტოვო, რაც გავიარე". - თქვა კარდაშიანმა, გამოცემა BBC-ის ცნობით.

კომენტარები