კარდაშიანების ოჯახი

ქლოი კარდაშიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

Etonline

რეალითი შოუს ვარსკვლავსა და მოდელს ქლოი კარდაშიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია თავად კარდაშიანების უმცროსმა დამ გაავრცელა ვიდეოთი.

"ამ წამს გავიგე, რომ კორონავირუსი მაქვს. ჩემს ოთახში ვარ გამოკეტილი, რამდენიმე დღე ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ახლა უკეთ ვარ". – ამბობს ვიდეოში კარდაშიანი. 

კარდაშიანმა სიმპტომებს შორის გულისრევა, ხველება, კანკალი, ციებ-ცხელება და თავის ტკივილი დაასახელა. 

ქლოი კარდაშიანმა საოჯახო სატელევიზიო რეალითი შოუ Keeping Up with The Kardashians-ით გაითქვა სახელი. 20-სეზონიანი სერიალი 14 წლიანი მაუწყებლობის შემდეგ წელს დასრულდა. 

კომენტარები