აშშ-ქართული ოცნება

კიმბერლი: უზრუნველვყოფ, რომ კობახიძის წერილმა შესაფერის პირამდე მიაღწიოს ადმინისტრაციაში

საქართველოვ, აშშ-სა და საქართველოს შორის დიდებული ურთიერთობები გაიმარჯვებს. ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში გადაწყობა მიმდინარეობს და ბაიდენის მიერ დანიშნულები და თანამშრომლები ჯერ არ არიან ჩანაცვლებული და კადრების აყვანაზე გაყინვაა ივლისამდე. რეორგანიზაციას შესაძლოა, ოქტომბრამდე დასჭირდეს. ამ დროისთვის საქართველოს შესახებ მოსაზრება ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. მე უზრუნველვყოფ, რომ [კობახიძის] წერილმა შესაფერის ინდივიდებამდე მიაღწიოს [ტრამპის] ადმინისტრაციაში.

წერს კიმბერლი ლოუ Facebook-ზე.

ცნობისთვის, 13 მაისს ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ "დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის".

კომენტარები