საქართველო-აშშ

ზურაბიშვილი: კობახიძის წერილი სამარცხვინოა

პირველ რიგში, ეს სამარცხვინო წერილია, რადგან მას არც პროტოკოლური და არც მეგობრული ურთიერთობების არანაირი ნიშანი არ გააჩნია. არ ვიცი, ეს წერილი ვინ, ან რა განწყობით დაწერა, მაგრამ აქ ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება ჩანს იმის მიმართ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა და ვერც ვერაფერს დაალაგებს. ცხადია, რომ ქართული ოცნების წრეში უკვე ძალიან ნერვიულობენ. ეს წერილიც ამის გამოხატულებაა [...] ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკურად და მორალურად ჩამოშლის მაჩვენებელია.

ასე გამოეხმაურა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლითაც მან აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს მიმართა.

კომენტარები