გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან დაკავშირებულ საკუთრებაზე 3 სხვადასხვა შემთხვევაში ცეცხლის წაკიდების ბრალდებით ლონდონში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
ლონდონის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი 21 წლის მამაკაცია, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის მიზნით ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცავი უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია 12 მაისის დილით სტარმერის ოჯახის 4-საძინებლიან სახლში ცეცხლის გაჩენაზე, უფრო ადრე ამავე ქუჩაზე მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებასა და სტარმერთან დაკავშირებული ოფისის შენობაში ცეცხლის გაჩენაზე.
სტარმერის ოჯახის სახლში გაჩენილმა ცეცხლმა, რომელიც პრემიერმინისტრმა ივლისში დაუნინგ სტრიტზე გადასვლის შემდეგ გააქირავა, სახლის შესასვლელი დააზიანა.
"სიფრთხილის მიზნით და იმის გამო, რომ საკუთრება წარსულში საჯარო ფიგურასთან იყო დაკავშირებული, ამ ხანძრის გამოძიებას ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული სარდლობის ოფიცრები ხელმძღვანელობენ. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ეს.
საგამოძიებო ჯგუფი ასევე განიხილავს ორ სხვა ინციდენტს – NW5-ში ავტომობილზე წაკიდებულ ცეცხლს, 8 მაისს და N7-ში საკუთრების შესასვლელთან გაჩენილ ხანძარს კვირას, 11 მაისს – და იძიებს, შეიძლება თუ არა ისინი დაკავშირებული იყოს NW5-ში 12 მაისს გაჩენილ ხანძართან". - წერისა ლონდონის პოლიციის განცხადებაში. "NW7" და "N7" ლონდონის რაიონების აღმნიშვნელი საფოსტო კოდების ნაწილებია.
პოლიციის განცხადებით, სამივე ინციდენტს "ამჟამად განიხილავენ, როგორც საეჭვო".
ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა გზით გაჩნდა ხერხი სტარმერის ოჯახის სახლში. საგამოძიებო ჯგუფის თქმით, ეს ასაფეთქებელ მოწყობილობას არ გამოუწვევია.
ხანძრები შესაძლოა, ბრიტანეთის პრემიერმინისტრის წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ კამპანიას წარმოადგენდეს.
ბრიტანეთის წინააღმდეგ მრავალი მუქარა გახმოვანებულა. 2023 წლის ოქტომბერში ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარემ, კენ მაკკალუმმა განაცხადა, რომ რუსი ჯაშუშები ბრიტანეთის ქუჩებში "ქაოსის შექმნის მისიის" შესრულებით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო ირანი "უპრეცედენტო მასშტაბისა და ინტენსივობის" სასიკვდილო შეთქმულებებს აღვივებდა.
გასული წლის ივნისში სასამართლომ 3 პროპალესტინელი დემონსტრანტი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დამნაშავედ ცნო მას შემდეგ, რაც მათ სტარმერის ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სახლის წინ დემონსტრაცია გამართეს.





