თბილისის მერია

გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მაისიდან ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა, ხოლო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

"ქერჩის ქუჩიდან სანდრო ახმეტელის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა.

ავტობუსები: N292, N304, N308, N323, N335, N348, N355, N351 და N365, ასევე, მიკროავტობუსები: N486, N512, N517 და N518 მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" ქერჩის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ფორე მოსულიშვილის ქუჩის გავლით". - წერია მერიის განცხადებაში

კომენტარები