აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ განაცხადა.
"დავით რიჟვაძე, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობიდან გადადგა". - უთხრა ბათუმელების ჟურნალისტს თეა ლაღაძემ.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 4 აპრილს დატოვა.





