ქართული ოცნება

უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენას კომიტეტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა

ივანიშვილის პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის აღდგენას I მოსმენით მხარი დაუჭირეს. შესაბამისი ცვლილება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შედის.

ივანიშვილის დეპუტატის, გივი მიქანაძის თქმით, უნივერსიტეტებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და ის მიმდინარე წლის ეროვნული გამოცდებიდან ჩარიცხულ პირებს შეეხება.

"ეს ცვლილება იმ ადამიანებზე გავრცელდება, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 1-ელი აგვისტოს შემდეგ ჩაირიცხებიან. ანუ, ამ სისტემის დანერგვა წლევანდელი ეროვნული გამოცდებიდან ჩარიცხულებიდან დაიწყება. აღნიშნულ დრომდე ჩარიცხულებს ეს არ შეეხებათ.

გვინდა, რომ ეს ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელ სექტემბერს შევიდეს [...] ვფიქრობთ, 2 თვეზე მეტი საკმარისია იმისთვის, რომ განათლების სამინისტრომ ამ კურსის გავლის წესი დაამტკიცოს, რითიც შემდგომში უმაღლესი სასწავლებლები იხელმძღვანელებენ და შესაბამის სილაბუსებს მოამზადებენ იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამაში ეს აისახოს". - თქვა მიქანაძემ კომიტეტის სხდომაზე.

მიქანაძის თქმით, განათლების კომიტეტი რეკომენდაციას უწევს, რომ თუ ეს შესაძლებელი იქნება, ქართული ენის სასწავლო კურსი 2 სემესტრით განისაზღვროს. 

კომენტარები