ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ადღულაძის თქმით, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახი სასტუმროში გაჰყავთ.
"დავათვალიერეთ, მიმდინარეობს მოკვლევა და იტყვიან რასაკვირველია ყველაფერს, დასკვნა დაიდება. ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში. ღია ცის ქვეშ არავინ არ დარჩება. პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩვენ ქირით გავიყვანთ. ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეთავაზება ქირით გაყვანაზე და მერე გლობალური მასშტაბით ყველა პრობლემის მოგვარება, მაგრამ უარი განაცხადეს. ასე რომ მუნიციპალიტეტს, მერიას და გამგეობას ყველასთან ჰქონდა შეთავაზება, რომ ქირით გასულიყვნენ და შემდგომ გვეზრუნა ამ გლობალური მასშტაბის პრობლემის მოსაგვარებლად“, - თქვა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ.
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ჭერი ჩაინგრა.
ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ შენობიდან ორი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. მოხდა შენობის ევაკუაცია.





