შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება "მეთადონის" უკანონოდ შეძენა-შენახვისა და "გასასაღებლად მომზადების" ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად 1998 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს და დ.ო-ს პირადი ავტომობილისა და მათ მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით (50 შეკვრად დაფასოებული) ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 18-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





