გია ხუბუამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ იუნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის თანამდებობა დატოვა. ხუბუა ინფორმაციას საკუთარი ფეისბუქის საშუალებით ავრცელებს.
პოსტის დატოვების მიზეზად ხუბუა პირადი აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის მეტი დროის დათმობის სურვულს ასახელებს.
"ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია." - წერს ხუბუა
გია ხუბუა KIU-ს რექტორად 2024 წელს ირაკლი კობახიძის მთავრობამ წარადგინა.





