ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

"2 თვეა, ხელფასი არ აგვიღია"- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლები გაიფიცნენ

მთავარი არხი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლები უნივერსიტეტის შენობასთან აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ 2 თვეა, ხელფასები არ აუღიათ. 

თანამშრომლები მთავარ არხთან საუბარში ამბობენ, რომ მათ არ იციან, როდის მიიღებენ კუთვნილ თანხას. 

"ვმუშაობ დასუფთავებაში, ვასუფთავებ მაისის შემდეგ და არ მქონია პრობლემა აქამდე, მაგრამ ახლა, ნოემბერი-დეკემბერი არ აგვიღია. გვეუბნებიან რომ იქნება, როდის იქნება, არ ვიცი...ახალი წელი მოდის და გვისტუმრებენ ისე". – ამბობს აქციის მონაწილე მთავარ არხთან.

"ხუთშაბათის მერე გვპირდებიან, დარიცხულია, ბათუმიდან მოდის თანხაო, ვრეკავთ, იგივეს გვეუბნებიან. მაგრამ ხელფასები არ არის. დღეს იძახიან, აი, თათბირია და იტყვიან, როდის იქნება ხელფასები". – ამბობს აქციის მონაწილე. 

ტაბულა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 21 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტი ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენდა.

კომენტარები