რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჯონსონი: დროა, პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა ვაიძულოთ

გილოცავთ აშშ-სა და უკრაინას მინერალების ისტორიული შეთანხმების გაფორმებას, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ს მხარდაჭერას უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ.

დღეს, ამ პირობებით, მშვიდობის მიღწევას მხოლოდ ერთი ადამიანი აფერხებს და ის დამპყრობელი ვლადიმერ პუტინია. იგი კვლავ უარყოფს ტრამპის სამშვიდობო გეგმას და განაგრძობს უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობას.

დროა, ახლა მას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა ვაიძულოთ.

სენატორ ლინდსი გრემის კანონპროექტს, რომელიც მეორე რიგის სანქციებს ითვალისწინებს, უკვე შთამბეჭდავი - 73 ხელმოწერა აქვს. მაგრამ სად არის ევროპა? სად არის დიდი ბრიტანეთი? რატომ აჭიანურებს ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო მოქმედებას?

წერს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი 

კომენტარები