აქციებზე დაკავებულები

კიკნაძე მოსამართლეს: ვიმედოვნებ, ცარიელ სიტყვებზე დაყრდნობით არ მიიღებთ გადაწყვეტილებას

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება რაიმე მტკიცებულებად იქცეს ცარიელი სიტყვები და ამის გამო ადამიანი ციხეში ჩასვა. 10 კაცს რომ თეთრზე ათქმევინო შავიაო, მაინც ვერ გახდება შავი, 1000-ს რომ ათქმევინოთ, გაგიკვირდებათ და არც მაშინ გახდება შავი. ამიტომ, რამდენი თანამშრომელიც არ უნდა მოიყვანოთ აქ და ალაპარაკოთ წინასწარ ნაბრძანები სიტყვებით, აზრი არ აქვს, თუ ვერ ისევ ცარიელი სიტყვებით მოდის და იმას ვერ ამტკიცებს, რომ კონკრეტულად მე დავაზიანე რომელიმე და რაღაც დაჯგუფების წევრი ვარ.

[...] ვიმედოვნებ, ქალბატონო მოსამართლევ, რომ ცარიელ სიტყვებზე ნდობის ფაქტორით არ მიიღებთ გადაწყვეტილებას და არ დაუნგრევთ ადამიანებს სიცოცხლეს. კონკრეტულად ჩემთვის ეს ბრალი სევდისმომგვრელი არ არის, თუმცა არ გიფიქრიათ მშობლებზე, შვილებზე, ცოლებზე? მე მწამს და მჯერა, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანი დაამციროს, მოსპოს, იძალადოს მასზე და უსამართლოდ მოეპყროს. ადამიანი სიყვარულისა და თავისუფალი ნებისთვის არის გაჩენილი, მე ღმერთი სწორედ სიყვარული, თავისუფლება და სამართლიანობა მგონია, ამიტომ არ მეშინია და ამას ვეძებ საკუთარი თავისთვის, ჩემი თანამოქალაქეებისთვის და სახელმწიფოსთვის - სიყვარულს, თავისუფლებას და სამართლიანობას.

თქვა აქციების დროს დაკავებულმა რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესის დროს სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები