რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმის მიუხედავად, თუ რას იზამს აშშ – პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი
imago images/photothek

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იმ შემთხვევაშიც თუ აშშ [კიევისთვის] იარაღის მიწოდებას შეაჩერებს. ამის შესახებ პისტორიუსმა ARD-ს ეთერში გადაცემა Tagesschau-ში ისაუბრა.

ამასთან, პისტორიუსის თქმით, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული ჩანაწერი გერმანიის მომავალი მთავრობის წევრ პარტიებს შორის გაფორმებულ კოალიციურ შეთანხმებაში.

"თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი ამ ომში გამარჯვებას, თუნდაც მხოლოდ უკრაინის დიდი ნაწილების ოკუპაციის გზით, მაშინ ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის NATO-ს ტერიტორიას და ამავდროულად, მეზობელ ქვეყნებს, როგორებიც არიან მოლდოვა და საქართველო. მხოლოდ უკრაინისადმი სოლიდარობაზე საუბარი აღარ არის, ეს ეხება ჩვენს უსაფრთხოებასა და მშვიდობას ევროპაში". - თქვა პისტორიუსმა.

კიევისთვის Taurus-ის ტიპის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ახლო მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია.

ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ Taurus-ები ომის საბოლოო შედეგისთვის გადამწყვეტი არ არის და მისი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია დაზვერვის ინფორმაციის მიწოდება.

კომენტარები