ოჯახში ძალადობა

სამეგრელოში ოჯახში რამდენიმე პირის მიერ ბავშვზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო – შსს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახში რამდენიმე პირის მიერ ბავშვზე ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის ბიჭის ოჯახის წევრები მოძალადეებად ბავშვის დედასა და ბებიას ასახელებენ.

გამოცემა წერს, რომ ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში იყო ჩაკეტილი და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. 

შსს-მ ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში რამდენიმე პირთა ჯგუფის მიერ "წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ" ძალადობას გულისხმობს. 

შსს-მ დააზუსტა, რომ გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას ეხება. 

კომენტარები