საქართვლოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოების ჯგუფებთან ერთად კოორდინაციის პლატფორმა 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე იწყებს მუშაობას.
"საზოგადოებს სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე, რომ ჩვენ დავგეგმოთ არამხოლოდ ჩვენ პლატფორმის, არამედ მთლიანად საზოგადოების 26 მაისი. რამეთუ ეს არის ჩვენი, ერთობლივად ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი.
იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე და ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 15 აპრილს, ივანიშვილის მთავრობამ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, 26 მაისს საგამოფენო სივრცე ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა.