კრიმინალი

შსს: ჩინეთის მოქალაქე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში ჩინეთის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ს.ფ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე მასაჟის სალონში ფართს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდა.

პოლიციამ ს.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავა". - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები