უკრაინაში რუსეთის ტყვეობაში მოკლული ჟურნალისტის ცხედარი გადაასვენეს

ვიქტორია როშინა
Hromadske

უკრაინაში გადაასვენეს რუსეთის ტყვეობაში მოკლული ჟურნალისტის, ვიკტორია როშინას ცხედარი.

ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლეონიდ ტიმჩენკო ადასტურებს.

"მისი სხეული მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოასვენეს. დნმ-ის ანალიზის შედეგების მიხედვით იდენტიფიცირებულია ვინაობა". – თქვა ტიმჩენკომ.


ვიქტორია როშინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობდა. ის პირველად 2022 წლის მარტში, 10 დღით დააკავეს. 2023 წლის აგვისტოში ჟურნალისტი გაუჩინარდა.

რუსეთმა როშინას დაკავება 2024 წლის მაისში აღიარა და შესაბამისი წერილი დაკავებულის მამას, ვლადიმერ როშინს გაუგზავნა. 

2024 წლის 10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა რუსეთის ციხეში ეტაპირების დროს გარდაიცვალა.

მოგვიანებით უკრაინის პროკურატურამ როშინას საქმეს ომის დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა.

რუსული დამოუკიდებელი მედიების ინფორმაციით, ტყვეობაში ყოფნისას როშინას აწამებდნენ. 

კომენტარები