10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა რუსეთის ციხეში ეტაპირების დროს გარდაიცვალა.
უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეს ომის დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა.
"10 ოქტომბერს ცნობილი გახდა უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშინას სიკვდილის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით დაწყებულია საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - ომის წეს-ჩვეულების დარღვევა და განზრახ მკვლელობა". – წერია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში.
როშინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობდა. ის პირველად 2022 წლის მარტში, 10 დღით დააკავეს. 2023 წლის აგვისტოში ჟურნალისტი გაუჩინარდა.
რუსეთმა როშინას დაკავება 2024 წლის მაისში აღიარა და შესაბამისი წერილი დაკავებულის მამას, ვლადიმერ როშინს გაუგზავნა.
10 ოქტომბერს ვლადიმირ როშინმა რადას დეპუტატს, დმიტრი ლუბინეცს შეატყობინა, რომ მისი შვილი პატიმრობაში გარდაიცვალა. სხვადასხვა მონაცემებით როშინა მიმდინარე წლის სექტემბრის მეორე ნახევარში დაიღუპა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.





