საქართველო-აშშ

დავითაშვილი: აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს სრული თანხვედრა ძირითად საკითხებზე

ივანიშვილის წარმომადგენლის, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან გააჩნია "სრული თანხვედრა" ძირითად საკითხებზე. 

"განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება  პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში.

[...] ჩვენ გვაქვს ინიციატივები, რომლებიც საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-სთვის. ეს ეხება ვაჭრობის კიდევ უფრო წახალისებას და საქართველო არ არის მხოლოდ მცირე სამომხმარებლო ბაზარი პარტნიორი აშშ-სთვის, სადაც ამერიკული პროდუქცია იყიდება, არამედ საქართველო და აშშ შეიძლება თანამშრომლობდნენ უფრო ფართო მასშტაბით. საქართველო არის მნიშვნელოვანი ჰაბი" - თქვა დავითაშვილმა. 

დავითაშვილმა შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან. 

კომენტარები