ემოციური დღე იყო, თუმცა, კარგია რომ ხუთი ქვეყანა შეხვდა მშვიდობის დამყარების მიზნით. უკრაინა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია. მხარეებმა გამოხატეს საკუთარი ხედვები და პატივისცემით შეხვდნენ ერთმანეთის პოზიციებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე იყო არამხოლოდ მონაწილე, არამედ მათ შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი. ამერიკულმა მხარემ გაგვიზიარა საკუთარი ხედვა. უკრაინამ და ევროპელებმა წარადგინეს საკუთარი ხედვა. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს ერთობლივი მუშაობა მიგვიყვანს ხანგრძლივ მშვიდობამდე. მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, კონკრეტულად კი აშშ, იმოქმედებს საკუთარი ძლიერი გადაწყვეტილებების შესაბამისად
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს საკუთარი კონსტიტუციის შესაბამისად
tbl.ge/75y5
დაკოპირდა

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე და პოსტს თან ურთავს ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს 2018 წლის ყირიმის დეკლარაციას, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარება.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიუკრაინავოლოდიმირ ზელენსკიუკრაინა-აშშრუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებიყირიმიყირიმის ანექსიადონალდ ტრამპის ადმინისტრაციადონალდ ტრამპიმაიკ პომპეო
ამავე თემაზე
- ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ კრემლი კიევს ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს
- ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
- "გაზპრომის" აქციების ფასი 2009 წლის შემდეგ პირველად 100 რუბლს ჩამოსცდა
- უკრაინამ რუსეთში რაკეტების კომპონენტების საწარმო დაბომბა (VIDEO)
- რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური




