სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა იქნება

თამარ ზოდელავა

ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა იქნება, ბრძანება 22 აპრილით თარიღდება.

20 თებერვალს ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა III მოსმენით მხარი დაუჭირა ივანიშვილის მთავრობის ინიციატივას, გრანტების კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას გულისხმობს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. 

ახალ სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება. 

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტით წელს გრანტების სააგენტოს ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სააგენტოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 

კომენტარები