ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი საკუთარი სახლის სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა - ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტოსაგზაო შემთხვევა
ყვარელში ავტომობილი სახლის ჭიშკართან მყოფ ცოლ-ქმარს დაეჯახა – ორივე ადგილზე დაიღუპა

შსს




