20 აპრილს, რუსთაველის გამზირზე აქციის ორი მონაწილე, სავარაუდოდ, დააკავეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რეჟიმის პოლიცია მოქალაქეებს რუსთაველის გამზირის დატოვების მოთხოვნით მიმართავს, ხოლო შემდეგ პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს აქციის ერთ-ერთ მონაწილეს აკავებს
"2 ახალგაზრდა დააკავეს, არადა 5-10 წუთში ისედაც დაშლას ვაპირებდით. ერთ-ერთი დაკავებული იმიტომ წაათრიეს, რომ ნიღბიანებს "ქრისტე აღსდგა ბიჭებო"-ო ეძახდა" - დაწერა ჯგუფ დაიტოვეში თამარ კანკავამ
ტაბულა დეტალების გარკვევას ცდილობს.