[მთავრობასთან] პირდაპირ საუბრები არ გვაქვს. ევროკავშირს აქვს ინსტრუქცია საკუთარი ინსტიტუტებისთვის და წევრი ქვეყნებისთვის, რომ არ გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან, მანამდე სანამ არ მოგვარდება მიმდინარე კრიზისი. გერმანია და ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მიჰყვება ამ მოწოდებას, ბოლოს მაღალი დონის შეხვედრა გვქონდა, მაშინ როცა პრემიერი იმყოფებოდა ბერლინში. ეს ხდებოდა არჩევნებამდე.
13 პირს დავუწესეთ სანქციები, ისინი ჩვენი შეფასებით, პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. სანქცია გულისხმობდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, რადგან არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ.
სანქციები არის გზავნილი საქართველოსთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას არ ვეთანხმებით. ის ასევე გზავნილია, რომ გთხოვთ, შეწყვიტოთ ეს ქმედება. გერმანიაში გვაქვს კანონი, რაც პერსონალური მონაცემების დაცვას გულისხმობს, სწორედ ამიტომ არ ვაქვეყნებთ ამ ინდივიდების სახლებს. საქართველოს მთავრობაში იციან სანქცირებულთა შესახებ.