რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ იერიში მიიტანა ბრიგადაზე, რომელმაც სავარაუდოდ სუმი დაბომბა

BBC

16 და 17 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ორი იერიში მიიტანა რუსეთში, ქალაქ შუიაში მდებარე ყაზარმაზე, რომელშიც სავარაუდოდ სუმის ოლქის დაბომბვაში ეჭვმიტანილი სარაკეტო ბრიგადაა დაბანაკებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ყაზარმასთან ახლოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონები გაანადგურა. თუმცა რუსულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ყაზარმების დაბომბა ჩანს.

ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, უკრაინული დრონების სამიზნე 112-ე სარაკეტო ბრიგადა გახდა, რომელსაც უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა 13 აპრილს ქალაქ სუმის დაბომბვას აბრალებს.

ინფორმაცია იერიშის შესახებ გამოცემა BBC-ის რუსულ ქვედანაყოფს ქვედანაყოფს დაუდასტურა ყოფილმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც წარსულში შუიაში გადიოდა სამხედრო მომზადებას.

112-ე სარაკეტო ბრიგადის ყაზარმა უკრაინის საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს.

13 აპრილს რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა, შედეგად დაიღუპა 35 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. 

ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არის.

კომენტარები