მზია ამაღლობელის საქმე

კობახიძე: ამაღლობელის დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა

უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. იმდენად მასშტაბური პროპაგანდა წარმოებდა ქვეყნის წინააღმდეგ და ამაში იყვნენ ჩართულები, მათ შორის, უცხოელები, ბუნებრივია, საზოგადოება შედგება ასეთი წევრებისაგან, ისეთი წევრებისგან, ვიღაც ასეთ ოჯახში ცხოვრობს, ვიღაც ისეთ ოჯახში ცხოვრობს, ვიღაც მეტად ექვემდებარება პროპაგანდას, ვიღაც ნაკლებად, საბოლოოდ ჯამში ამ ადამიანების უმეტესობა..

ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა. მაგრამ უმეტესობა ამ ადამიანებისა, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, არის მსხვერპლი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ზოგადად ჰუმანური, ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს.

განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები