კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო დააკისრა.
"რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ არც ერთი ლარის გადამხდელი არ ვარ და ეს ვუთხარი პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომ არც ერთ ლარს ჩემგან არ მიიღებენ. 30 დღე მაქვს რომ გადავიხადო, 18 მაისს უწევს გადახდა, არაფრის გადამხდელი არ ვარ, 22 მაისს არის პროცესი და მოვალ, თუ არადა 18 მაისიდან 22 მაისამდე დამიჭირონ." - განაცხადა ჯაფარიძემ.
პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, ჯაფარიძისგან "მომდინარეობდა ორი საფრთხე: ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის." მისივე თქმით, პროკურატურას მიაჩნია, რომ 20 000-ლარიანი გირაო სწორედ მისი "სათანადო ქცევის" უზრუნველყოფისთვის მოითხოვეს.
"ვერც გამოვრიცხავ, ვერც დაგიდასტურებთ. თუმცა, გვაქვს მაგის უფლება ჩვენ მოვითხოვოთ უკვე შემდგომში... გირაოზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არის პატიმრობა, რომელიც შეგვიძლია რომ მოვითხოვოთ, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, თუ ნაკლებად მკაცრი ვერ უზრუნველყოფს მიზნებს." - თქვა თათიაშვილმა კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა პატიმრობას იმ შემთხვევაში, თუ ჯაფარიძე გირაოს თანხას არ გადაიხდის.
წულუკიანის კომისია
ჯაფარიძე გირაოზე: ვუთხარი მოსამართლეებს, რომ არც ერთ ლარს არ მიიღებენ ჩემგან

ტაბულა




