კურსკის ყოფილი გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი თაღლითობის ბრალდებით რუსეთში 16 აპრილს დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს.
სმირნოვი კურსკის გუბერნატორი იყო 2024 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყეს და ოლქის დიდი ნაწილი დაიკავეს.
არსებული ინფორმაციით, სმირნოვთან ერთად დააკავეს მისი მოადგილეც, ალექსეი დედოვი.