აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ აშშ არ შეამსუბუქებს სანქციებს და არ დადებს რუსეთთან ნებისმიერი სახის ორმხრივ შეთანხმებას, სანამ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
"არ იქნება არანაირი მოლაპარაკება, არანაირი გადაწყვეტილება, არანაირი გარიგება, სანამ ხოცვა-ჟლეტა არ გაჩერდება". - უთხრა ბრიუსმა რეპორტიორებს.
რეპორტიორმა ბრიუსს კითხვა ბოლო პერიოდში აშშ-ს მიერ რუსეთთან დამყარებულ კონტაქტებთან და სანქციების შესაძლო შემსუბუქებასთან დაკავშირებით დაუსვა.
სახდეპის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ბზობის კვირა დღეს სუმიზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ, შემაშფოთებელი ტენდენცია გამოვლინდა, რამაც დამატებითი კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის სურს გულწრფელად მშვიდობა და ცეცხლის შეწყვეტა.





