ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგნელის, გივი მიქანაძის თქმით, პარლამენტი უახლოეს დღეებში აპირებს წარადგინოს ახალი ინიციატივა, რის ფარგლებშიც, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის სწავლება აღდგება.
მიქანაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა, სავარაუდოდ მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგება.
"2005 წელს, მაშინდელი განათლების სამინისტროს ზეპირსიტყვიერი მითითებით, უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამიდან, მიზანმიმართულად ამოღებულ იქნა ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის სწავლება.
[…] კომიტეტი უახლოეს დღეებში დააინიცირებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც საქართველოს შესაბამის კანონებში შეტანილი იქნება ცვლილებები, რომლითაც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებლებში აღდგენილი იქნება ქართული ენის სწავლება". - თქვა მიქანაძემ





