უკრაინა

ზელენსკიმ რადაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების კანონი შეიტანა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Andrew Kravchenko/Bloomberg

უკრაინის რადა განიხილავს ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტებს მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით უკრაინაში საომარი მდგომარეობა მიმდინარე წლის 9 მაისიდან კიდევ 3 თვით გახანგრძლივდება.

ომის დაწყებიდან ეს იქნება რიგით მე-15 კენჭისყრა საომარი მდგომარეობის გახანგძლივებისა და მობილიზაციის საკითხზე.

ბოლოს უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობის გაგრძელების საკითხს მიმდინარე წლის 15 იანვარს უყარა კენჭი. მიღებული კანონის მიხედვით საომარი მდგომარეობა 2025 წლის 9 მაისამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები