11 აპრილს რამშტაინის ფორმატის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ევროპული ქვეყნებისგან $21 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარებას მიიღებს.
ასე გამოიყურება მოკავშირეების სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელსაც უკრაინა მიიღებს:
- £450 მილიონი გაერთიანებული სამეფოსგან. პაკეტი მოიცავს ასიათასობით დრონს, რადიოლოკაციურ სისტემებს, წარსულში მიწოდებული ტექნიკის შეკეთებისთვის საჭირო სახსრებს;
- ნორვეგია ბრიტანული პაკეტის ნაწილს, £100 მილიონს დაფარავს და უკრაინას საჰაერო თავადაცვის სისტემებისთვის საჭირო ტყვი-წამლის €1-მილიარდიან პაკეტს გადასცემს;
- გერმანია უკრაინას გადასცემს: 4 საზენიტო კომპლექსს IRIS-T, Patriot-ის 30 რაკეტას, 15 ტანკს Leopart-1, 25 ჯავშანტრანსპორტიორს Marder;
- ბელგიამ უკრაინისთვის €1-მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა;
- დანიამ სამხედრო დახმარების რიგით 25-ე პაკეტი დააანონსა, რომელიც თითქმის €900 მილიონს შეადგენს;
- ნიდერლანდები უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად €150 მილიონს გამოყოფს;
- ლიტვა ტყვია-წამლის შესასყიდად €20 მილიონს გამოყოფს;
- ესტონეთი უკრაინას 10 000-მდე ჭურვს და მშრალი კვების რაციონს გადასცემს;
გარდა ამისა, რამშტაინის შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა რადიო ელექტრო ბრძოლის კოალიცია, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს.





