გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, საერთო ევროპული ჯარის NATO-ს შემცვლელი ვერ იქნება.
გერმანიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებს "NATO-სთვის ბევრი მადლობა აქვთ სათქმელი" და კრიტიკულად გამოეხმაურა საერთო ევროპული არმიის შექმნის იდეას.
"ჩემი რჩევაა - ნუ ვეცდებით თავშესაფრის პოვნას ისეთ ალტერნატივებში, რომლებიც რეალურად არ არსებობს. ევროპული არმია - ეს მხოლოდ იდეაა. მაგრამ ის არ წარმოადგენს ადეკვატურ შემცვლელს იმ უსაფრთხოებისა, რომელსაც NATO უზრუნველყოფს," - თქვა შტაინმაიერმა.
მან ასევე დაამატა, რომ გერმანიამ მომდევნო წლებში უნდა გაზარდოს თავისი წილი კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში და გამოთქვა იმედი, რომ ბუნდესვერის გაძლიერება ახალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.