ივანიშვილის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სანქციების დაწესებასა და 9 აპრილის დარბევას ერთმანეთთან აიგივებს. მდინარაძის განცხადებით, ორივეს "თავდასხმის ობიექტი" საქართველოს დამოუკიდებლობა და ადამიანების თავისუფლებაა.
"9 აპრილი, 1989 წელი.
იარაღი - ტანკი და ნიჩაბი.
თავდასხმის ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.
10 აპრილი, 2025 წელი.
იარაღი - სანქცია.
ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.
მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!
პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
გუშინ, ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთს არ ახსენებს და მას "უცხოურ ძალად" მოიხსენიებს.
დღეს, 10 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ქართული ოცნების კიდევ 4 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.





