ვაშაძე: ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ – რუსთაველზე

ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?!

მეც ვიბარებ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!

არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს!

შესაბამისად – არც კომისია არსებობს!

ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი!

ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!

ეს არის პროპაგანდის ნაწილი

რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.

თუ ვინმეს პასუხი უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე!

იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც!

წერს კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში. 

ქართული ოცნების "საგამოძიებო კომისიამ" 11 აპრილის სხდომაზე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია დაიბარეს.

 

კომენტარები