უკრაინის იშვიათი წიაღისეული

კიევი წიაღისეულის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად აშშ-ში დელეგაციას გზავნის

Getty Images

6 აპრილს, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ Associated Press-თან ინტერვიუში თქვა, რომ მომავალ კვირას უკრაინა ვაშინგტონში უკრაინის წიაღისეულის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად დელეგაციას გააგზავნის.

"შეთანხმების ახალი პროექტი აჩვენებს, რომ აშშ-ს მხრიდან ინვესტიციების ფონდის შექმნის ან ერთობლივი ინვესტირების განზრახვა კვლავ რჩება" - თქვა სვირიდენკომ

კიევის დელეგაცია ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შედგება.

ვაშინგტონი თავდაპირველად შეთანხმების ხელმოწერას 28 თებერვალს გეგმავდა, თუმცა პროცესი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის უპრეცედენტო კამათის შემდეგ გადაიდო.

კომენტარები