აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ბესელია გიორგი ბუხრაშვილმა შეცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ბუხრაშვილი მანამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის უფროსი აღარ იქნება. შსს-ში განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია დაინიშნება თუ არა სადმე გრიგოლ ბესელია.