აშშ-საფრანგეთი

გაათავისუფლეთ მარინ ლე პენი – დონალდ ტრამპი ლე პენის განაჩენზე

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, ეროვნული ერთობის ლიდერის, მარინ ლე პენისთვის გამოტანილი განაჩენს გამოეხმაურა და "ევროპელი მემარცხენეების ჯგუფი" სამართლებრივი სისტემის გამოყენებაში გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად გამოყენებაში დაადანაშაულა.

"მარინ ლე პენის წინააღმდეგ "კუდიანებზე ნადირობა" ევროპელი მემარცხენეების მიერ სამართლებრივი სისტემის გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად და პოლიტიკური ოპონენტის ცენზურისთვის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია. ამჯერად იმდენად შორს წავიდნენ, რომ ეს ოპონენტი ციხეშიც კი ჩასვეს.

ეს იგივე "სახელმძღვანელოა", რომელიც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა შეშლილთა და ხელმოცარულთა ჯგუფმა.  მათ ბოლო ცხრა წელი სხვა არაფერზე არ უფიქრიათ და მაინც მარცხი იწვნიეს, რადგან ამერიკის ხალხმა გაიგო, რომ ისინი მხოლოდ კორუმპირებული იურისტები და პოლიტიკოსები იყვნენ.

მარინ ლე პენს არ ვიცნობ, მაგრამ ვაფასებ თუ რამდენს შრომობდა ის ამდენი წლის განმავლობაში. მან არაერთი მარცხი განიცადა, მაგრამ სვლა განაგრძო. ახლა კი დიდი გამარჯვების წინ, მას უმნიშვნელო ბრალდებით იჭერენ, რომელზეც, სავარაუდოდ, არაფერი იცოდა. ჩემთვის ეს "საბუღალტრო" შეცდომას ჰგავს. ეს ძალიან ცუდია საფრანგეთისა და დიადი ფრანგი ხალხისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს არიან ისინი. გაათავისუფლეთ მარინ ლე პენი". - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ში.

ცნობისთვის, გუშინ, 31 მარტს, საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ ლე პენს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 100 000 ევროს გადახდა დააკისრა. 4 წლისგან 2 ალტერნატიული სახის პატიმრობა იქნება.

ასევე, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება 5 წლის განმავლობაში არ ექნება.

კომენტარები